LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ღვინის ამერიკელი ექსპერტები სტუმრობდნენ

125
ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ღვინის ამერიკელი პროფესიონალები სტუმრობდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ კომერციული სექტორის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები.

შვიდკაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე,  ამერიკელმა ექსპერტებმა ღვინის ქართველ მწარმოებლებს რეკომენდაციები გაუზიარეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები