LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ღვინის ამერიკელი პროფესიონალები სტუმრობდნენ

132
ღვინის ამერიკელი პროფესიონალები

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ღვინის ამერიკელი პროფესიონალების ტური ჩატარდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის Colangelo&Partners წარმომადგენელი.

ტურის ფარგლებში, ამერიკელები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო იყო წარმოდგენილი.

აშშ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები