LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ღვინის კორეელი პროფესიონალები სტუმრობენ

134
კორეა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალები იმყოფებიან. მათი საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით განხორციელდა.

თორმეტკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები შედიან, რომელთა მხრიდანაც მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები, დაწერონ სტატიები საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდაზე კორეის რესპუბლიკის სტრატეგიულ ბაზარზე.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, დეგუსტაცია გაიმართა (Walkaround Tasting), რომელზეც კორეელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის პროდუქციას გასცნობოდნენ.

კორეელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლშიც ეწვივნენ, სადაც ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინის სახეობები.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ანალოგიურ ტურებს შედეგად ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა.

კორეის რესპუბლიკა საქართველოსთვის 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. მიმდინარე წლიდან კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g