LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი ციფრულ რუკაზე განთავსდა

200

საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მონაცემები გაციფრულდა და ვებ-გვერდზე განთავსდა.

პროექტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის  დირექტორატს შორის 2013 წელს  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

მის ფარგლებში ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, შეცდომების გასწორება და გამოტოვებული ინფორმაციის შევსება განხორციელდა. მიღებული შედეგების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, მდინარეების ჩამონადენისა და მშენებლობისათვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით გამოიკვეთა პრიორიტეტული ჰიდროელექტროსადგურები.

პროექტის განხორციელებისთვის ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 1,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო.

GIS სისტემის ბაზაზე შექმნილ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეების ციფრულ რუკაზე, ატანილია ინფორმაცია პოტენციური ჰიდროსადგურების სავარაუდო მონაცემების შესახებ: კოორდინატები, სიმძლავრე, გამომუშავება, მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციის ოდენობა და სხვა.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიღებული შედეგები ინვესტორებს სასურველი პროექტის შერჩევის პროცესს გაუმარტივებს.

magti 5g