საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გამოცემის „Transit“-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა.
იაპონური მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებში იმოგზაურეს – მოინახულეს მაღალმთიანი აჭარა, იმერეთი, კახეთი.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს „Transit“-ის მკითხველი უახლოეს მომავალში გაეცნობა.