რეჟისორი რობიკო სტურუა ერეკლე მეფის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო თავის შეხედულებას გვიზიარებს.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიას უვიცი და გახრწნილი ხალხი ლაფს ასხამს.
„საქართველოს ისტორიას, სიმდიდრეს, კულტურას უვიცი და გახრწნილი ხალხი ლაფს ასხამს:
წარსულს!
რწმენას!
პოეზიას!
ძეგლებს!
მუსკას!
და რატომ?
უფერული ნიჭით დაბოღმილებს თავისი უზნეო სახელი სურთ ააჟღერონ!
ამაოდ!
ძირს ჯალათები, სახელმწიფოს ქურდბაცაცები, მკვლელები!
იმათ კი ვინც ამ სისხლიან ბრბოს იცავს
მაგრა მოეკითხებათ“! – წერს რობიკო სტურუა სოციალურ ქსელში.