საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორის, ვლადიმერ ბოისას და მწვრთნელის, ანატოლი ბოისას დედის გარდაცვალების გამო.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ბოისების ოჯახს ამ რთულ მომენტში“ – წერს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
