LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ხალხი აუკრძალეს, არადა… ფედერაციამ შინიდან უქომაგეთო, ნაკრებმა კი დაიწყო

110
KJR-6471

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო.
ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს და ასევე ის მოთამაშეები, რომლებიც თბილისში გუშინ ამოვიდნენ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად ვარჯიშს დღეიდან, 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ. ესენი არიან: გიორგი მაკარიძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, საბა კვერკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო გვილია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ნიკა კაჭარავა.

გამოძახებული ყველა ფეხბურთელი უკვე თბილისში იმყოფება.

ბელარუსთან მატჩამდე ნაკრები კიდევ ორ ვარჯიშს გამართავს. მატჩამდე ბოლო ვარჯიში “დინამო არენაზე” გაიმართება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

 

მატჩების განრიგი
8 ოქტომბერი – 20:00 საქართველო – ბელარუსი
11 ოქტომბერი – 20:00 სომხეთი – საქართველო
14 ოქტომბერი – 22:45 ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო

 

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთარობამ მატჩზე მაყურებლების დასწრება აკრძალა, არადა უეფა თანახმა იყო სტადიონის ტევადობის მიხედვით მაყურებლების 30% დაეშვათ. ბოლო დროს საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად არის გააურესებული, მაგრამ მაინც და მაინც ასეთი მნიშვნელობის თამაშზე გულშემატკივრის გამოკლება მაინც ბადებს გარკვეულ კითხვებს იმის ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაჭედილი დადის, “მარშუტკებში” ხალხი ჯერ კიდევ ფეხზე დგას, ტარდება მიტინგები, შეხვედრები ამომრჩევლებთან, კიდევ ათასი რამ და ამხელა სტადიონზე, ყოველ მესამე თუ მეოთხე სკამზე მჯდარი ადამიანი განა ასეთ რა საფრთხეს შექმნიდა.

ასეა თუ ისე, ეპოქალური მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და გულშემატკივარს შინიდან ქომაგობა სთხოვა.

 

5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო – ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის “დინამო არენას” ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ბელარუსთან თამაშის პარალელურად მეორე ნახევრაფინალიცაა. ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს უმაპსინძებს და ეს დაპირისპირებაც უმაყურებლოდ ჩაივლის.
გამარჯვებული საქართველო-ბელარუსს შორის საუკეთესოსთან გაარკვევს ევროპის ჩემპიონატის ერთი საგზურის მფლობელს.
ჩრდ. მაკედონიაშიც მიიღეს გადაწყვეტილება მატჩზე მაყურებელი არ შეუშვან და ბილეთებში გადახდილი თანხა დაუბრუნოს გულშემატკივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები