საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თხილის და მოცვის ბაზრების მონიტორინგი განაახლა.
მონიტორინგის მიზანია, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.
შუალედური შედეგები დაინტერესებული მხარეებისთვის პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება.