თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების განხორციელებაა, ასევე, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებით კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება – ეს ის მიზნებია, რომლებსაც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ისახავს.
მემორანდუმს, მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ხელი მოაწერეს სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
2025 წელს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩანიშნულია 50-ზე მეტ საჯარო სკოლაში როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.