გამოცემა Cybernews-ი წერს, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა. Cybernews-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები გერმანიაში დაფუძნებული Cloud სერვისის პროვაიდერის სერვერზე იყო განთავსებული.
მონაცემთა ერთი ბაზა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციას შეიცავდა, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ 7 მილიონ სატელეფონო ჩანაწერს, ასევე 1,45 მილიონი ავტომობილის მფლობელის პირად ინფორმაციას აერთიანებდა. მონაცემები შეიძლება ასლებსა და გარდაცვლილების შესახებ ჩანაწერებსაც შეიცავდეს.
სენსიტიური მონაცემები შემდეგ ჩანაწერებს შეიცავდა: პირადობის მოწმობის ნომერს, სრულ სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს, სქესს, დაზღვევის ნომრებს, ტელეფონის ნომერს მისი მფლობელის აღწერითი ინფორმაციით.
„როგორც ჩანს, მონაცემები შეგროვდა მრავალი წყაროდან, მათ შორის სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან და ნომრების საიდენტიფიკაციო სერვისებიდან“, – განაცხადა კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა დიაჩენკომ.
მისი თქმით, მონაცემების გამოყენება როგორც პოლიტიკური, ისე კრიმინალური მიზნებისთვის შეიძლება.