LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მომავალს გამოაკლდა კიდევ ერთი პროფესიონალი, უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი, მიზანდასახული, განათლებული ექიმის, გიგა ავალიანის სიცოცხლე“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

195
გიგა ავალიანი

26 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების გამო ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის #42 საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

26 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა

როგორც ვეკუას სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მომავალს კიდევ ერთი პროფესიონალი გამოაკლდა.

„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულის, გიგა ავალიანის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი, მიზანდასახული, განათლებული ექიმის, გიგა ავალიანის, სიცოცხლე.

ქვეყანამ დაკარგა ღირსეული მოქალაქე, რომელსაც ბევრი კეთილი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება დარჩა განუხორციელებელი.

საქართველოს მომავალს გამოაკლდა კიდევ ერთი პროფესიონალი.

თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სკოლას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გიგა უყვარდა“, – წერს ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილში.

„ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის.. მე გიგა მომიკლეს, ჯგუფურად, შეთანხმებით“ – გარდაცვლილი მასწავლებლის დედა

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ცნობისათვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი…

Posted by ვეკუას სკოლა / Vekua’s School on ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g