LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა

120
1587736618-flying-fox-bats-1-1024x682

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქ ე.წ. საზღვარზე აშშ-სთვის მისაყიდი ღამურების დასაჭერად გადავიდა.

როგორც სოციალურ ქსელში ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 ივლისს დაკავებულმა განაცხადა, რომ სოფელ არცეასა და გომში ღამურების დაჭერას აპირებდა, რომ ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 5 000 აშშ დოლარად გაეყიდა.

საოკუპაციო რეჟიმი წერს, რომ ღამურების დაჭერა და ე.წ. საზღვარზე გადატანა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g