LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისები შესრულდება

354
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: მუსკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო) – 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით); 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).

რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო) – 04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).

საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელ-ფოსტა: [email protected]

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელ-ფოსტა: [email protected].

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

magti 5g