LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებო, ყველაფერი თქვენზეა, ემიგრაციაც კი არ გიშველით, ჩვენს სახლში ცოცხი უნდა ავიღოთ და დავალაგოთ, სხვა ამის გამკეთებელი არავინ არ არის: გრიგოლ ვაშაძე

45
გრიგოლ ვაშაძე

პარტია „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხდება როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკაში უფრო უმტკიცებს აზრს სკეპტიკოსებს, რომ ქართველები არ იმსახურებენ თავიანთ სახელმწიფოს. როგორც ვაშაძე აცხადებს, თუ ჩვენ ეს უმოკლეს ვადაში არ გადავტეხეთ, ისტორია სხვა შანსს აღარ მოგვცემს.

მისივე თქმით, „მესამე ძალა“ არის ტრიბუნა, იდეოლოგია და ინსტრუმენტი, რომ საქართველოს მოქალაქემ ზუსტად გაიგოს რეალობა და იმ ხალხის ხმა, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს გარდა ამ სახელმწიფოს და მოქალაქეების კეთილდღეობისა.

როგორც მან აღნიშნა, 2 ოქტომბერს ამომრჩეველმა ხმა „მესამე ძალას“ უნდა მისცეს, რათა მთელი პროტესტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში დაუგროვდათ, სწორად იყოს მიმართული.

„როგორ შეიძლება 30 წელი იმავე სიტყვებით და ემოციით ვახასიათებდეთ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, როგორ შეიძლება ევროპელობაზე გვქონდეს პრეტენზია და არ გვქონდეს გადადგმული ელემენტარული ნაბიჯები, რაც საქართველოს მისცემდა ნორმალურ სასამართლოს, დემოკრატიულ სისტემას და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ერთმანეთს იდეებით ებრძვიან და არა კომპრომატებით, ან ჩანაწერებით. იცვლება მხოლოდ კრიტიკის ობიექტი, სხვა არაფერი. თუ ჩვენ კარდინალურად არ შევცვალეთ ჩვენი ყოფა და არ დავიწყეთ ეროვნულ გზაზე სიარული, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, რომ მარტო არ დავრჩეთ ჩვენი მთავარი მტრის წინაშე, რის შემდეგაც დავკარგავთ სახელმწიფოს. ის, რაც დღეს ხდება როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკაში უფრო უმტკიცებს აზრს სკეპტიკოსებს, რომ ქართველები არ იმსახურებენ თავიანთ სახელმწიფოს, თუ ჩვენ ეს უმოკლეს ვადაში არ გადავტეხეთ, ისტორია შანსს აღარ მოგვცემს. „მესამე ძალა“ არის ტრიბუნა, იდეოლოგია და ინსტრუმენტი, რომ საქართველოს მოქალაქემ ზუსტად გაიგოს რეალობა და იმ ხალხის ხმა, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს გარდა ამ სახელმწიფოს და მოქალაქეების კეთილდღეობისა.

ნუ შეხედავთ ამ არჩევნებს როგორც ვალის მოხდას, გონებით გააკეთეთ არჩევანი, შემოხაზეთ 1, მიეცით ხმა „მესამე ძალას“, რათა მთელი პროტესტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში დაგიგროვდათ, სწორად იყოს მიმართული და ამ სახელმწიფომ დაიწყოს სწორი მიმართულებით სიარული. საქართველოს მოქალაქეებო, ყველაფერი არის თქვენზე, ემიგრაციაც კი არ გიშველით, ჩვენს სახლში ცოცხი უნდა ავიღოთ და დავალაგოთ, სხვა ამის გამკეთებელი არავინ არ არის“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები