LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობა ისევ შემცირდა

1050
tbilisi_xalxi

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობამ 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 0.2 %-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

 

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთში ცხოვრობს, შემდეგია ქვემო ქართლი, მას მოსდევს აჭარა და სამეგრელო-ზემო სვანეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g