LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის“ – პრეზიდენტი

122
Untitled design (1)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობითვე, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.

„აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

როგორც ანალენა ბერბოკმა შეხვედრაზე აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს:

„ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანალენა ბერბოკი: „საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით“ 

„ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე“ – საელჩო განცხადებას ავრცელებს 

magti 5g