2017 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 5% დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს – ინფორმაციას “მსოფლიო ბანკი” ავრცელებს.
ამ მონაცემით საქართველოზე ცუდ მდგომარეობაში ევროპაში მხოლოდ რუმინეთია, სადაც იგივე მაჩვენებელი 5.7%-ია.
აღსანიშნავია, რომ მაგალითად უკრაინაში, რომელიც ერთ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებლით საქართველოზე ღარიბია, სიღარიბის ზემოხსენებული მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ია.

უახლოეს წარსულში, სიღარიბის ასეთი მაჩვენებელი საქართველოში 2014 წელს დაფიქსირდა. 2015-2016 წლებში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და საზოგადოების მხოლოდ 3.8 – 3.9% შედიოდა ამ ფენაში (რომელიც დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს).

