LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოთხილამურე ინფლუენსერები ეწვივნენ

135
მთა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან მოთხილამურე ინფლუენსერებს უმასპინძლა.

ინფლუენსერებმა გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტები, რილსები და სთორები მოამზადეს.

„საქართველოში პირველად ვარ და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ბუნება, კულტურა, მთები და კერძები გაქვთ. ძალიან მომწონს ქართული სტუმარმასპინძლობა. საქართველოში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს“, – ამბობს სელასთ პამერლანი, ტურის ერთ-ერთი მონაწილე.

ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე „Highfive“ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები