LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია! ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან“ – ირაკლი კობახიძე

136
ირაკლი კობახიძე

„საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია.

ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას. თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია“, – აღნიშნავს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g