LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

176
ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველი ოლიმპიელების ოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების და ოლიმპიური გუნდის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება:

„ოლიმპიური თამაშების წინ, ტრადიციულად, პრემია წესდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობის მხრიდან მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის.

დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს.

მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g