LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა უკრაინას 1,5 მლნ ლარის გენერატორებს უგზავნის

112
გენერატორების გაგზავნა

საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. 2023 წელსაც, პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქალაქ კიევში ჩავიდა.

მთავარ სლაიდზე საილუსტრაციოდ გამოყენებულია ფოტო: 2023 წელს საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილი გენერატორები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g