LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„[საქართველოს მთავრობამ] ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა” – სენატორი შაჰინი

134
შაჰინი

“[საქართველოს მთავრობამ] ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა”, – ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საუბრობს, სადაც მიმდინარეობს მოსმენა “ევროპის მომავალი”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკითხიც განიხილება.

“მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც იმეორებს მსგავს რუსულ კანონს. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად…”, – განაცხადა შაჰინმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი “მკაფიო” იყოს იმის თაობაზე, რომ “ორპარტიული წინააღმდეგობაა იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება და იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია.” მისი თქმით, ამას კონგრესი კარგად ახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები