LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ფინეთს უმასპინძლებს

25

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები თებერვალში დევისის თასის ჯგუფურ ეტაპზე ფინეთს დაუპირისპირდება.

“დევისის თასის” ევრო-აფრიკული ზონის, მეორე ჯგუფის მატჩი 2017 წლის 3-5 თებერვალს, სპორტის ახალ სასახლეში საქართველოს და ფინეთის ნაკრებს შორის გაიმართება.

მეტოქეები შარშანაც მეორე ზონაში იყვნენ. ფინელებმა პირველ წრეში ზიმბაბვეს მოუგეს – 4:1, მეორეში კი დანიასთან დამარცხდნენ – 2:3, ჩვენებმა კი პირიქით – პირველი პაექრობა დანიელებთან დათმეს – 0:5, მერე კი ზონაში დასარჩენად ზიმბაბვეს აჯობეს – 3:2.

შარშან ლიდერი იყო იარკო ნიემინენი. ფინელთა გუნდი ამჯერად უიმისოდ ჩამოვა თბილისში. მათ სპორტულ ღირსებას დაიცავენ: პატრიკ ნიკლას-სალმინენი (ერთეულთა რეიტინგით 745-ე, წყვილებში – 818-ე), უერო ვასა (1113-ე, 993-ე), ემილ რუუსუვუორი (1511-ე, 1505-ე), ჰარი ჰელიოვაარა (28 წლის, ურეიტინგო), კაპიტანია კიმ ტიილიკაინენი.

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი (92-ე, 1215-ე), გიორგი ცივაძე (810-ე, 589-ე), ზურა ტყემალაძე (17 წლის, ურეიტინგო), ვაჟა შუბლაძე (18 წლის, ურეიტინგო), კაპიტანი დავით კვერნაძე ოთხივე ჩოგბურთელი ამჟამად თბილისშია და მომავალი პაექრობისთვის ემზადებიან

3 თებერვალი – 12:45 საათი
4 თებერვალი – 15:00 საათი
5 თებერვალი – 13:00 საათი

დასწრება თავისუფალია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები