LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა სავარაუდოდ, მოსკოვში დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

202
ანასტასია გუბანოვა

ანასტასია გუბანოვა, რომელიც ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია, სავარაუდოდ, მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას გეგმავს.

აფიშაზე, რომელიც 14 თებერვლით არის დათარიღებული ნათქვამია, რომ ფიგურული სრიალის ფესტივალი მოსკოვის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში გაიმართება.

სხვა მოციგურავეებთან ერთად, სწორედ ამ ფესტივალის მონაწილეთა შორისაა ანასტასია გუბანოვა და როგორც რუსული სპორტული გამოცემა იუწყება, „ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა ფიგურულ სრიალში მოყვარულების ფესტივალზე წარდგება.“

ფესტივალის ორგანიზატორი მოსკოვის სპორტის დეპარტამენტია.

ცნობისთვის, რუსული წარმოშობის სპორტსმენმა, ფიგურისტმა ანასტასია გუბანოვამ, საქართველოს ოქროს მედალი ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე, 28 იანვარს მოუტანა.

რადიო „თავისუფლებამ“ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს ჰკითხა, შეუშლის თუ არა ხელს გუბანოვას რუსულ სამთავრობო ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სახელით ასპარეზობაში, ან შეიძლება თუ არა მას შეეხოს სანქციები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აუკრძალავს.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოცემას განუცხადა, რომ არშემდგარ ფაქტზე კომენტარს არ გააკეთებს. მისი თქმით, „ანასტასია შეგნებული ადამიანია“ და დარწმუნებულია, „ყველაფერს გაითვალისწინებს.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g