LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პატრიარქისგან საპასუხო წერილი მიიღო

96

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპასუხო წერილს უგზავნის.

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქ კირილის მიერ ილია მეორისთვის გამოგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

„თქვენს მიერ 2 მარტს გამოგზავნილ წერილზე პასუხად, რომელშიც თქვენ დახმარებას ითხოვდით არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხში, მსურს გაცნობოთ, თქვენი წერილის მიღებისთანავე ჩვენ ამ შემთხვევაში აუცილებელ ყველა ზომას მივმართეთ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვარწმუნა, რომ მზად არიან ცხედარი უახლოეს დროში გადასცენ, როგორც კი გამოძიების ფარგლებში მიმდინარე კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შედეგებს მიიღებენ.

ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის შუამავლობით იგეგმება“, – ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g