LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პოლონეთის სენატის მარშალი ეწვია

48387728_10155652054290899_8146143365130354688_n

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა საქართველოში ჩამოვიდნენ.

პოლონელ სტუმრებს თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა დახვდა.

პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად უკვე ჩამოვიდნენ ლიეტუვის სეიმის მარშალი ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. ცერემონიას მსოფლიო პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისინია დაესწრება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინაუგურაციის მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ცნობილია, რომ ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g