LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

115
00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით  „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“.

პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სწორედ USAID-ის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი, McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერესი და ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი მუდრიკ სორაღა.

დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ვრცლად იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g