საქართველოს პრეზიდენტი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. “მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო. ამ უმძიმეს წუთებში, ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. დაშავებულ სამხედრობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ”კამაზის” მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, სხვები კი დაშავდნენ.