საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა. განცხადება შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ გააკეთა.
მისი თქმით, 40 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 43-ს კი, სასჯელი შეუმცირდება.
შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ერთი არასრულწლოვანია.