LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები დაასრულა

95

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქციის თავმჯდომარესთან და წარმომადგენლებთან გამართა.

“რამდენიმე დღის წინ, არჩილ ხაბაძემ, გააკეთა პოლიტიკური განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური განცხადება განპირობებული იყო იმ ინტენსიური საარჩევნო კამპანიით და მოღვაწეობით, რომელშიც იგი აპირებს ჩაბმას.

გუშინ საღამოს მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე, და კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარაში, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, დღეს დილით დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. მყისიერად, ამ დანიშვნისთანავე, მე დავიწყე, ასევე კანონმდებლობის საფუძველზე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, ხსენებული კანდიდატურის – ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო არჩილ ხაბაძეს იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც განახორციელა წლების განმავლობაში.

მე დღეს დავდივარ აჭარაში, რომელიც სავსე არის ტურისტებით, სავსე არის ძალიან შთამბეჭდავი ახალი პროექტებით და მსურს ვუსურვო ზურაბ პატარაძეს, ამ მნიშვნელოვანი მისიის გაგრძელება.

ზურაბ პატარაძესთან, ასევე ბუნებრივია, ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია და, ასე ვთქვათ, გზავნილი არის ის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტის, ევროპული სტანდარტის არჩევნები, და ასევე ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს და გაგრძელდება ეს არის, როგორც ტურისტული სეზონი, ასევე სასოფლო-სამეურნეო სეზონი იქნას წარმართული ეფექტიანად”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

magti 5g