LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

195
2024-07-03_00-30-42_105541

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გუშინ საქართველოში დაბრუნდნენ.

გულშემატკივარმა მათ გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე სპეციალური ღონისძიება იმართება.

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g