LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

145
ბურიჩი

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების რაოდენობა ფართოვდება მათ შორის იმ ქვეყნებით, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ.

“მხარს ვუჭერთ ევროკავშირის წევრობისთვის მოლდოვისა და უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, რაოდენობა იზრდება დასავლეთ ბალკანეთის მიღმა, მათ შორის ჩვენი წევრი სახელმწიფოების რიცხვშიც, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლების მეშვეობითაც შეგვიძლია ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო ვიყოთ”, –  განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პეიჩინოვიჩ- ბურიჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g