LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა 150 წლისაა!

710
308301956_5657027384361118_8301561359013056921_n

მრავალწლიანი ისტორიის მქონე საქართველოს რკინიგზა უკვე 150 წელს ითვლის. 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისისკენ პირველი მატარებელი დაიძრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.

კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც თანამშრომლებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. რკინიგზის 100-ზე მეტ თანამშრომელს 40-მდე ნომინაციაში სხვადასხვა სახის ჯილდო, მათ შორის სიგელები და პრემიები გადაეცემათ. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები, სხვადასხვა სპეციფიკური სარკინიგზო პროფესიები – ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. თითოეულ გამარჯვებულს საქართველოს რკინიგზის დირექტორები პირადად დააჯილდოებენ.

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g