საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე თქმით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.
„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
თბილისი – ფოთი | გასვლა: 11:05 – ჩასვლა: 17:17
ფოთი – თბილისი | გასვლა: 18:50 – ჩასვლა: 00:56
თბილისი – ბათუმი | გასვლა: 10:35 – ჩასვლა: 16:10
ბათუმი – თბილისი | გასვლა: 18:30 – ჩასვლა: 23:47
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – წერს საქართველოს რკინიგზა.