LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

512
საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზა ეხმაურება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას“, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

როგორც კომპანია განმარტავს, სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს რკინიგზის, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„თავშივე განვმარტავთ, რომ თავისუფლების ინსტიტუტის სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა 80 519 105$ აშშ დოლარის ანაზღაურება, წარმოადგენს აბსურდულ ბრალდებას და არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია შპს „გეორგიას“ მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მომწოდებელ ქარხანად შემოთავაზებული ჰყავდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია სს „ურალსკიე ლოკომიტივი“.

თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზისთვის ცნობილი გახდა ჰოლდინგი „Синара – Транспортные машины” (რომლის შემადგენლობაშიაცაა ზემოაღნიშნული ქარხანა) აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე, საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით შეწყდა ხელშეკრულება და დღეის მდგომარეობით, კონტრაქტორთან არათუ ანგარიშსწორება არ განხორცილებულა, არამედ აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა.

შესყიდვების №GEO230000694 ელექტრონული პროცედურის ფარგლებში სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „გეორგიას” შორის 2023 წლის 25 დეკემბერს მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული ნებისმიერი ელექტრონული ტენდერი თუ პროცედურა არის საჯარო, აბსოლუტურად გამჭვირვალე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებსა და წესებს.

Liberty Institute/თავისუფლების ინსტიტუტის მხრიდან გადაუმოწმებელი, ცრუ და დისკრედიტირებული ინფორმაციის გავრცელება არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ და ეთიკურ ნორმებს.

შესაბამისად, საქართველოს რკინიგზა მოუწოდებს მედიასაშუალებებს,თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g