LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველოს რკინიგზა”: მიზანმიმართულად გრძელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება

105

სს ,,საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან მედია საშუალებებში, არაერთხელ  გავრცელდა კერძო და დაინტერესებული პირების განცხადებები სსსაქართველოს რკინიგზისმიერ სომხეთის მიმართულებით კონკრეტული ტვირთების გადაზიდვების შეზღუდვებისა და შეფერხებების თაობაზე. რაზედაც საქართველოს რკინიგზამ ამომწურავი და დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი გაავრცელა. თუმცა მიუხედავად გავრცელებული განცხადებისა დაინტერესებული პირების მხრიდან კვლავ მიზან მიმართულად გრძელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვსურს დადასტურებულად ვამხილოთ, კონკრეტული დაინტერესებული პირები სიცრუეში, შესაბამისად:

შპს „დავითი და კომპანია“ კიდევ ერთხელ ტყუის, როდესაც სომხეთის მხარეს, საკუთარ კონტრაქტორად ასახელებს კომპანია „მაქს ოილს“. შპს „მაქს ოილმა“ წერილობით მიმართა სს ,,საქართველოს რკინიგზას” და უარყო კავშირი შპს „დავითი და კომპანიასთან“  (იხილეთ დოკუმენტი).  https://goo.gl/PuFxWZ

მიუხედავად მრავალჯერ შეცვლილი ეგრედწოდებული „პარტნიორების“ სიისა, შპს „დავითი და კომპანიის“ მიერ დასახელებულმა ყველა კომპანიამ წერილობით მიმართა სს ,,საქართველოს რკინიგზას” და ყველა მათგანმა უარყო კავშირი „დავითი და კომპანიასთან.“ (იხილეთ დოკუმენტები); https://goo.gl/N8DFmM

კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად მითითება იმაზე, რომ სარკინიგზო გადაზიდვებით სარგებელს ობშორული კომპანიები ნახულობენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გადაზიდვის ოპერაციებს ასრულებს საქართველოს რკინიგზა და/ან მისი 100%-იანი შვილობილი კომპანიები და ორივე შემთხვევაში შემოსავლები გენერირდება სახელმწიფო ბიუჯეტში (იხილეთ დოკუმენტი). https://goo.gl/VT27Mi

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტყუილია თითქოს ბათუმის ნავთობ ტერმინალებში განთავსებულია შპს „ქროსლაინ ლოგისტიკის“ ტვირთი და კომპანიას აღნიშნული ტვირთის შენახვისათვის ერიცხება საურავები. შპს „ქროსლაინ ლოგისტიკის“ დირექტორის განცხადებით კომპანია ზარალს განიცდის ტვირთის არაჰეჯირებული ფასის გამო და არ აქვს გადასახდელი ტერმინალის მომსახურების ღირებულება. თუმცა გაურკვეველია როგორ უნდა მომხდარიყო ფასის ჰეჯირება ტვირთზე, რომელიც არ ეკუთვნის აღნიშნულ კომპანიას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ,  რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის” მიმართ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ თანდართული დოკუმენტაციით, კიდევ ერთხელ ამხილა ტყუილში ზემოაღნიშნული კომპანიები და ვაცხადებთ რომ ამიერიდან დაინტერესებულ მხარეებს, მხოლოდ  სამართლებრივ სივრცეში გასცემს არგუმენტირებულ პასუხებს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები