საქართველოს რკინიგზა იტყობინება, რომ დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებები შევიდა 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში.
კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძვრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00 საათის ნაცვლად.
