გაზრდილი მგზავრთანაკადის ეფექტურად მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი მატარებლები დანიშნა. კომპანია აღნიშნულ თემაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:
”გაზრდილი მგზავრთანკადის ეფექტურად მომსახურების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზა“ მიმდინარე წლის 23 ივნისს თბილისი-ბათუმისა და 25 ივნისს ბათუმი-თბილისის მიმართულებით ამატებს ახალ შემადგენლობას (№808/807). შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით:
ელექტრომატარებელი №808 თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 23 ივნისს – 10:30 წთ. და ბათუმში ჩავა 15:29 წთ-ზე.
ელექტრომატარებელი №807 25 ივნისს ბათუმიდან გამოვა 17:05 წთ და თბილისში დაბრუნდება 22 სთ-ზე”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.