LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

499
საქართველო-ჩინეთი

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის ქალაქ სიანში, ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში დაიგეგმა.

მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით საჭირო გადაზიდვების პროცესის და რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. 

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა შენსის პროვინციის გუბერნატორთან,  ქ. სიანის მერთან და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი პორტის ხელმძღვანელობასთან. სწორედ სიანის სახმელეთო პორტი უზრუნველყოფს ძირითად ტვირთნაკადებს ევროპის მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ და ერთობლივ სამუშაო პროცესზე,  რომლის საშუალებით შეიქმნება უფრო ხელსაყრელი გარემო ჩინეთის სატრანზიტო და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოსაზიდად  შუა დერეფნის გავლით ევროპისა და თურქეთის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g