საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) ხელმძღვანელს შეხვდა. დავით ფერაძემ ალბერტო მაცოლას საქართველოს რკინიგზის მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და კომპანიის შედეგები გააცნო. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ევროდირექტივებსა და ევრორეგულაციებთან მიახლოების საკითხები და პროგრესი განიხილა, ასევე დეტალურად ისაუბრა თუ რა პროცესებს გადის ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზა. მხარეებმა შეხვედრაზე სექტორულ ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.
ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ხელმძღვანელმა საქართველოს რკინიგზას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროდირექტივების შესრულების პროცესში, მზად არის კომპანიის მენეჯმენტს ევროპული ქვეყნების მაგალითზე საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. დაგეგმილი რეფორმების განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაიგეგმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების პარტნიორი სახელმწიფოა.
ალბერტო მაცოლა აღნიშნულ პოზიციაზე კოვიდ პანდემიის პერიოდში დაინიშნა, სწორედ ამიტომ ეს მხარეებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.