LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე ნიკოლოზ ქაჯაია წარდგება

723
ნიკოლოზ ქაჯაია - ევროვიზია

ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, საბავშვო მუსიკალური კონკურსი „რანინა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალურად კონკურსანტისთვის სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, სახელწოდებით „დავაგროვოთ ღიმილები“ (Let’s count the smiles). სიმღერის ქართული ტექსტის ავტორი კი ირინა სანიკიძეა.

„კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, ხოლო ნიკო ქაჯაიას იმიჯზე და კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იზრუნა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები