„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა უპასუხა შეკითხვას, „როგორ აფასებს კრემლი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ“.
პრეზიდენტი: „ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია – ამ არჩევნებს არ ვაღიარებ“
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. იცით, ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება – მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კატეგორიულად უარვყოფთ ამ ბრალდებებს“, – განაცხადა პესკოვმა.