„ჰორეკა – საქართველოს სასტუმროების , რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია”- Hotel Stars Union-ის ასოცირებული წევრი გახდა, რაც საშუალებას იძლევა ოფიციალურად დანერგოს ევროპული შეფასების სტანდარტები საქართველოს სასტუმროებში.
HOREKA Georgia-ს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე 60-მდე სასტუმრო იყო წარმომადგენელი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთ სასტუმროს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით პირველმა დააკმაყოფილა Hotel Stars Union საკვალიფიკაციო მოთხოვნები, HOREKA Georgia-ს პრეზიდენტმა ქეთევან მელაძემ სერთიფიკატი გადასცა.