“დღეს გაჯიუტებული “ქართული ოცნება” ვერ ხვდება, რომ გვჭირდება ახალი არჩევნები, მსჯელობა და ახალ გეგმაზე შეთანხმება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. მე ვარ შედეგზე ორიენტირებული ადამიანი და მე მინდა ეს ქვეყანა იყოს წარმატებული!” – პარტია “ლელოს ლიდერი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველო იმ კორუფციას ვერ გაუძლებს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანას ახალი ენერგია სჭირდება, ამ ენერგიისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი არჩევნები, რომელიც მოსახლეობის ნებას გამოხატავს:
“ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა. საქართველოს სჭირდება ახალი ენერგია, ჟანგბადი. ჟანგბადისთვის და ენერგიისთვის კი საჭიროა ის არჩევნები, რომელიც გამოხატავს მთელი ქვეყნის ნებას. ჩვენ უნდა ვნახოთ საერთო წერტილი და საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.” – აცხადებს ხაზარაძე.
უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება - ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს
„რატომ ვართ ამ დღეში? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის ტყვეები ვართ".
ის მიმართვაში ასევე საუბრობს ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც პარტიამ “ქართულ ოცნებას” შესთავაზა და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პანდემიის დროს ძალების გააერთიანონ და პოლიტიკურად დაპირისირებული მხარეები, ერთად შეებრძოლონ საერთო მტერს:
“როცა ქვეყანაში არის ომი პანდემიის სახით, გონიერი ხელისუფლება აკეთებს ყველა ძალის მობილიზებას და კონსოლიდაციას. მათ შორის იმ ოპოზიციური ძალებისა, რომელიც მას აკრიტიკებს. ხვალ, რომ ომი დაიწყოს, ჩვენ ხომ ყველა ერთად დავდგებით და ყველა ერთმანეთს ხელს გავუწვდით!? – ვიტყვით, მტერი შემოგვესია და მოდით ერთად ვებრძოლოთ მას… დღეს გარე მტერიც შემოსეული გვყავს, ქვეყანა ოკუპირებულია და ერთად არ ვდგავართ; პანდემია გვიტევს და ერთად არ ვდგავართ… ერთად დგომა, ეს არის აზრებისა და პროგრამების გაზიარება. ჯერ კიდევ მარტში შევთავაზეთ “ქართული ოცნების” მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა. მაგრამ მათი პოზიციაა – “მარტო მე ვიცი , შენ ოპოზიცია ხარ, ანუ შენ ხარ ჩემი მტერი” არასწორია.
უზარმაზარი ინტელექტუალური ძალა დგას მეორე მხარეს, რომლის პოლარიზება მოახდინა ამ მთავრობამ. როცა პოლიტიკაში ხარ უნდა ილაპარაკო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ სიტუაციაში, ორი დაპირისპირებული მხარიდან უნდა გამოჩნდენ ადამიანები და თქვან – ომია ქვეყანაში, გვიტევს მტერი, ჯობია გავჩერდეთ და მათ ერთად შევებრძოლოთ. ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ხალხი”. – აღნიშნავს ხაზარაძე გავრცელებულ მიმართვაში.