LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს – მინისტრი

97
179686106-4335152096517499-1677084343304272724-n

თავდაცვის მინისტრი, რომელიც პარლამენტში უწყებაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ დეპუტატებს ანგარიშს აბარებს, აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი

მიმდინარე წლის ბოლომდე, ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემას მივიღებთ: თავდაცვის მინისტრი

 

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის ძირითადი მიზნები მოიცავს შეკავებასა და თავდაცვას, რაშიც თავდაცვის ძალებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.

„ეფექტური და ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვილი, მაღალი მზადყოფნის თავდაცვის ძალები ხელს უწყობს მოწინააღმდეგის შეკავებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანას“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი განცხადებით, პრიორიტეტების განხორციელების პროცესში, თავდაცვის უწყება ეყრდნობა გრძელვადიან და სისტემურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია უწყების კონცეპტუალურ დოკუმენტებში.

“ეს დოკუმენტები აყალიბებენ სისტემურ ხედვებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვაქვს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, სადაც საუბარია შემდეგ პრიორიტეტებზე: ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ასევე, მიმდინარე წელს ჩვენ დავამტკიცეთ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“ და ყოველწლიური „მინისტრის დირექტივები“, რომლებიც საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში განსაზღვრავენ მიზნების მიღწევის ცალკეულ ღონისძიებებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნული დოკუმენტების შექმნაში სტრატეგიული პარტნიორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g