LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები გაეცნენ

119
პრესტური

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის Deccan Herald-ის და ავიაკომპანიის Indigo-ს საბორტო ჟურნალის Hello3E წარმომადგენლებს მასპინძლობს.

პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, წყალტუბო, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, სიღნაღი, ლოპოტა და ლაგოდეხის ეროვნული პარკი მოინახულეს. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში გემო ფესტსაც დაესწრნენ.

ინდოელი ჟურნალისტები საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიის, ღვინის, ბუნებისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

„საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ხალხი კი საოცრად სტუმართმოყვარეა. მოგვეცა შანსი, გასაოცარი კერძებიც დაგვეგემოვნებინა. ვფიქრობ, ინდოელებისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ დელიდან საქართველოში მოხვედრა მარტივად, პირდაპირი ავიარეისის საშუალებითაა შესაძლებელი“, – აცხადებს ტურის მონაწილე მოგზაური ჟურნალისტი ქუნალ ბრათი.

Deccan Herald-ის ბეჭდურ გამოცემას ყოველთვიურად მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, გამოცემის ონლაინ პლატფორმებს კი 15 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. სოციალურ ქსელებში Deccan Herald-ის ვიდეორგოლებს, ჯამურად, 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ავიაკომპანიის Indigo-ს საბორტო ჟურნალს ყოველწლიურად 6.5 მილიონი მგზავრი ეცნობა.

magti 5g