LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ITB Berlin 2024-ზე ეცნობიან

157
ბერლინი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin 2024 მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, წამყვანი ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. გამოფენას გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორიაც ესწრება.

მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოდან 39 სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი.

გამოფენის სტუმრები საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მიმდინარეობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წელს 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენაზე 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანიაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g