LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის გამოფენაზე ეცნობიან

121
პარიზი

დღეს პარიზში მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა IFTM Top Resa გაიხსნა, რომელზეც 100-ზე მეტი ქვეყნის 3000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

გამოფენას საქართველოდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, თბილისის მერიის, იმერეთის დანიშნულების ადგილის  მართვის ორგანიზაციისა და ათამდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.

გამოფენის სტუმრები საქართველოს სტენდთან ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები საქართველოს სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელი კურორტების, სათავგადასავლო, კულტურული, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით.

პარიზის ტურისტული გამოფენა, რომელსაც 50 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს, 5 ოქტომბერს დაიხურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g