„ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა რუსული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალად საქართველოში, შესაბამისად, ის პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ ახლა უკრაინასთან მიმართებით, არ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში, იმიტომ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა
მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში და უნდა იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც ევროპარლამენტარები და ამერიკულები დელეგაციები არიან, ამის ნაცვლად კი საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ხაზარაძის განცხადებით, ვერ იცვლის ევროპარლამენტარებთან შესახვედრად.
როგორც „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საქართველოს სირაქლემას პოზიცია უკავია და დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივი ღირსების განცდა.
ჩვენ ამ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პერიოდში დავკარგეთ სახელმწიფოებრივი ღირსება, როცა ეშინიათ პოზიციის დაფიქსირების. ეს არის სირაქლემას პოზიცია. დღეს საქართველოს ხმა არ ისმის და როცა უკრაინაზეა საუბარი, იქ ყოველთვის უნდა იყოს საქართველოს ხსენება ყველა დელეგაციაში. ჩვენ უპოზიციო ქვეყნად ჩამოვყალიბდით,“ – განაცხადა ხაზარაძემ.